„თამუნას მეგობრებმა იციან გაცილებით მეტი, – იცავენ პატრულის მანქანები, დეა კაპანაძის სახლთან“ – თამარ ბაჩალიაშვილის დედა

-„იმ დღეს სავარაუდოდ, ვერ გრძნობდა საფრთხეს, ისეთი ვინმეს გაყვანილია სახლიდან, ვისაც ენდობოდა, იმიტომ გავიდა. არ მაქვს ეჭვი, ვისი, ვერ დავადასტურებ ამას, ვიდრე არ მექნება მტკიცებულება, ამის გაჟღერებას აზრი არ აქვს. ვფიქრობ, თამუნას მეგობრებმა იციან გაცილებით მეტი, იმიტომ იცავენ პატრულის მანქანები. რისგან იცავენ? სავარაუდოდ, სიმართლისგან.  დეა კაპანაძის სახლთან დგას პატრულის მანქანა და პატრულირებს. მე გუშინ გავიგე ამ ყველაფრის შესახებ“, – განაცხადა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა, „პალიტრანიუსის“ ეთერში.

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და.

22 ივლისს, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს.

კომენტარები