„თანამდებობის პირები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას იცავენ, სათანადოდ უნდა იყვნენ დაცული“, – არჩილ თალაკვა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებულ აუდიომასალას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ ჩანაწერი, სადაც სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ პირდაპირი საფრთხე იკვეთება, შემაშფოთებელია.
მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, დანაშაულის პრევენციის მიზნით, ეფექტურად იმოქმედა.
„როგორც ჩანს, მზადდებოდა უმძიმესი დანაშაული და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მისი პრევენციის მიზნით, სწორად და ეფექტურად იმოქმედა. თანამდებობის პირები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას იცავენ, უსაფრთხოების თითოეული ოფიცერი და მათი ოჯახის წევრები სათანადოდ უნდა იყვნენ დაცული. ამიტომ, ამ საქმეზე შემდგომ საგამოძიებო მოქმედებებს ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სუს-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც სავარაუდოდ, მალხაზ მაჩალიკაშვილი, ძმისშვილს, მორის (ჰუსეინ) მაჩალიკაშვილს, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის თვალთვალს ავალებს.