თანატოსი – ირაკლი კოსტავა:

თანატოსი

(ეძღვნება მამას)

შავჩოხიანი
შეისვენებს
მგზავრობის შუა,
წამოიძინებს,
ამის დრო თუა.
გზას გაუდგება
ლეგა ცხენზე ამხედრებული,
არ შეაშინებს
დაბრკოლება, გზად ხვედრებული.
ზუსტად რომ დროზე,
არცა ადრე
და არცა გვიან,
ვიღაც მესამე ნაპირს პოულობს,
ვენას იხლიჩავს ალესილი სამართებლით,
სიკვდილს თხოულობს.
შავჩოხიანი შეისვენებს მგზავრობის შუა,
წამოიძინებს, ამის დრო თუა.
1978
სურათზე:
ირაკლი კოსტავა (1961-1985) და მერაბ კოსტავა(1939-1989)
კომენტარები