„თანახმა ვარ, პირველი ვაქცინა საჯაროდ გავიკეთო, არამხოლოდ ურწმუნოთა დასანახად, არამედ“-ლადო კახაძე

-„იქნებ გავაკეთოთ ინიცირება, მაგალითად, მე, როგორც დარგის სპეციალისტი, როგორც საკანონმდებლო სივრცის წარმომადგენელი, ასევე ასაკის გათვალისწინებით, მზად ვარ, თანახმა ვარ, პირველი ვაქცინა, რომელიც შემოვა, საჯაროდ, ყველას დასანახად გავიკეთო, არამხოლოდ ურწმუნოთა დასანახად, არამედ ვაქცინაციისადმი ნდობის ასამაღლებლად. მივმართავ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, ასევე საპატრიარქოს, დიდი მოკრძალებით და ქედის მოხრით, ვთხოვ, – პირველი ვაქცინაციის დროს სახალხოდ, ერთად გავიკეთოთ ეს ფრონტალურად, ადამიანებს კიდევ ერთხელ რომ მივცეთ რწმუნებითი ნაწილი, -ეს უსაფრთხოა“, –  განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის მოადგილემ, ლადო კახაძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით.

 

კომენტარები