თანხას „სირცხვილია“ აანაზღაურებს – ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის გირაოს თანხას აგროვებენ

ივერი მელაშვილისთვის და ნატალია ილიჩოვასთვის გირაოს თანხას სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“ აანაზღაურებს.

-„ამ ადამიანების სასამართლო პროცესი არის „ღირსების საქმე“. ვადასტურებთ, – მოძრაობა „სირცხვილიამ“ გადაწყვიტა ითავოს თანხის შეგროვება ორივე მათგანისთვის. ვთვლით, – ამ ადამიანების სასამართლო პროცესი არის ღირსების საქმე. უმნიშვნელოვანესია არამხოლოდ სასამართლო შენობასთან ვიდგეთ არამედ, როდესაც ასევე უსამართლოს დააკისრეს ეს თანხა დავეხმაროთ ამ თანხის შეგროვებაში. ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება, არაერთხელ მსგავსი, ან სხვა საქმეებისთვის მოგვიხდენია თანხის მობილიზება. ამ შემთხვევაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები რომლებიც პატივს სცემენ ადამიანების უფლებებს მოახერხებენ შეაგროვონ ეს თანხა რომელიც ერთ დღესაც უკან დაუბრუნდებათ. ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, ამ საქმის ბოლომდე მიყვანა. დღეს გამოუშვებენ სასამართლო დარბაზიდან, ხვალ უკვე უნდა მივაღწიოთ იმას, რომ გაამართლებენ, ზეგ უნდა მივაღწიოთ იმას, – გიორგი რურუაც გამოუშვან“, – განაცხადა როგორც „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა წევრმა, გიგა მაქარაშვილმა.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისულფნდნენ. 

გირაოს თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადო

კომენტარები