თარაშ კანდელაკის მონაწილეობით მომხდარი ჩხუბის დროს დაშავებული ახალგაზრდა გარდაიცვალა

გორში რამდენიმე თვის წინ მომხდარი ჩხუბის დროს დაშავებული 18 წლის ერეკლე თედლიაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამი თვის განმავლობაში თედლიაშვილს რამდენიმე ოპერაცია და სარეაბილიტაციო კურსი ჩაუტარდა, მაგრამ  ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. მართვით სუნთქვაზე და კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ბოლო პერიოდში  კომიდან გამოვიდა, კონტაქტური მაინც არ ყოფილა.

8 ივნისს, ღამით, გორში მომხდარი ჩხუბის ფაქტზე დაკავებულ თარაშ კანდელაკს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.

გორში, რესტორან „ჯოზეფთან“ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე მოკრივე გიორგი კანდელაკის ვაჟი, თარაშ კანდელაკია დაკავებული. სასამართლომ მას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქმეზე გამოძიება 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და 3-6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები