„თარაშ კანდელაკმა თქვა, საერთოდ არ მინდა გირაოთი გამიშვათო” – სასამართლო პროცესი ერეკლე თედლიაშვილის გასვენების დღეს დაემთხვა

გორ­ში, 18 წლის ერეკ­ლე თედ­ლი­აშ­ვი­ლი დაკ­რძა­ლეს.

9 ივ­ნისს, რეს­ტო­რან “ჯო­სე­ფის” მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ერეკ­ლეს უმ­ძი­მე­სი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს. რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, ის გონ­ზე მო­უს­ვლე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა. ბიჭი სამი თვე ებ­რძო­და სიკ­ვდილს.

სხე­უ­ლის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის, გი­ორ­გი კან­დე­ლა­კის ვაჟი, მოკ­რი­ვე თა­რაშ კან­დე­ლა­კი ძა­ლოვ­ნებ­მა და­ნა­შა­უ­ლის დღეს­ვე და­ა­კა­ვეს.  მის მა­მას, გი­ორ­გი კან­დე­ლაკს ეკუთ­ვნის აღ­ნიშ­ნუ­ლი რეს­ტო­რა­ნი.

რეს­ტო­რან­თან გა­მარ­თულ ჩხუბ­ში 20-მდე პირი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ნას­ვამ­მა თა­რაშ კან­დე­ლაკ­მა შე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას, ერეკ­ლე თედ­ლი­აშ­ვილს სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ხი­ფა­თო და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა. წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრა­ლი 3-დან 6 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

თა­რაშ კან­დე­ლა­კი ამ დრომ­დე დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს. დღეს ერეკ­ლეს დაკ­რძალ­ვას და­ემ­თხვა თა­რაშ კან­დე­ლა­კის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი, პროცესი დის­ტან­ცი­უ­რად ჩა­ტარ­და. სხდო­მას პა­ტი­მა­რი ცი­ხი­დან ჩა­ერ­თო.
კომენტარები