„თბილისის გამარჯვება ძალზედ რთულ და კონკურენტულ შერჩევით პროცესში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატებაა UNESCO-სთან ჩვენი თანამშრომლობის ისტორიაში”

დავით ზალკალიანი: – „თბილისის გამარჯვება ძალზედ რთულ და კონკურენტულ შერჩევით პროცესში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატებაა UNESCO-სთან ჩვენი თანამშრომლობის ისტორიაში”.

„UNESCO-ს გადაწყვეტილება ქ. თბილისის წიგნის მსოფლიო დედაქალაქად დასახელების თაობაზე, თბილისის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო კულტურული ცენტრის კიდევ ერთი აღიარებაა და ამ პროცესში საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული.“- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მედიათეკაში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან და თბილისის მერთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო, კულტურული დიპლომატიის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ საქართველოს ცნობადობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაიზარდოს.

„მოგეხსენებათ, საზღვარგარეთ ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად უწყობს ხელს და მონაწილეობს მსგავსი პროექტების განხორციელებაში.“-აღნიშნა მინისტრმა.

 

კომენტარები