თბილისის „დინამოს“ მოთხოვნა უეფამ არ დააკმაყოფილა

თბილისის „დინამოს“ მოთხოვნა უეფამ არ დააკმაყოფილა.

როტერდამის „ფეიენორდთან“ მატჩს „დინამო არენაზე“, გულშემატკივარი არ დაესწრება.

ამ ინფორმაციას თბილისის „დინამო“ ავრცელებს.

უეფამ  “დინამოს” „დინამოს” 50 ათასი ევროს ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

უეფას განმარტებით, ამის მიზეზი გახდა ბანერი, რომელიც ნაცისტურ სიმბოლიკას შეიცავდა, რიცხვით – 88.

„ბანერზე არა 88, არამედ 1988 წელი აწერია, თარიღი, როდესაც გუნდის ფანები პირველად გავიდნენ თავიანთი ფავორიტის საგულშემატკივროდ ორგანიზებული სახით. სწორედ ეს თარიღია გამოსახული სლოგანთან ერთად – old school“ – განმარტეს „დინამო თბილისში.“

კომენტარები