თბილისის ზოოპარკში ორი პატარა ნიამორი დაიბადა

თბილისის ზოოპარკში ორი პატარა ნიამორი დაიბადა , ნათქვამია ზოოპარკის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

პატარა ნუკრები დარბიან, დაძვრებიან კლდეებზე და თამაშობენ.

ზოოპარკის დირექცია მეორე წელია  ნიამორების და კეთილშობილი ირმების კონსერვაციის პროგრამას ახორციელებს. მათ ამრავლებენ, რათა შემდგომში ბუნებრივ გარემოში დააბრუნონ და სახეობა გადაშენებას გადაარჩინონ.

ამ სახეობის ცხოველთა „მრავალშვილიანი“ ოჯახების შენახვა საკმაოდ რთული და ძვირადღირებული საქმეა.  ზოოპარკი ყველა მსურველს ცხოველთა დასახმარებლად შემოწირულობების გაკეთებას სთავაზობს.

2018 წელს თბილისის ზოოპარკში სხვადასხვა ცხოველს ათი ახალშობილი გაუჩნდა. ყველაზე ნაყოფიერი ნიამორები აღმოჩნდნენ – მათ სამი ნუკრი ეყოლათ.

2015 წლის  წყალდიდობის დროს  თბილისის ზოოპარკის ბინადართა თითქმის ნახევარი დაიღუპა. ზოოპარკის დახმარების სურვილი მსოფლიოს სხვადასხვა ზოოპარკებმა გამოთქვეს. 2018 წელს ზოოპარკს 50 ცხოველი აჩუქეს.

 

კომენტარები