თბილისის მერიასთან, აქციის მონაწილეები საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვის გაცემას მოითხოვენ

თბილისის მერიასთან, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვის გაცემას მოითხოვენ.

მათი განცხადებით, ალმასიანის ქუჩაზე წლების წინ დაიწყო 13-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, თუმცა კომპანიამ მშენებლობა ვერ დაასრულა. ინვესტორის ხელახლა მოძიების შემდეგ, დედაქალაქის მთავრობისგან  მშენებლობის ნებართვა ვეღარ მიიღეს.მათ თანხა აქვთ გადახდილი და დაზარალებულები არიან.

​აქციის მონაწილეები  არქიტექტურის საქალაქო სამსახურს საკითხით დაინტერესებას სთხოვენ.

​თბილისის მერიასთან შეკრებილმა მოქალაქეებმა კარავი გაშალეს.

კომენტარები