„თბილისის მერიაში შესულია წერილი -„ ნაცმოძრაობა“ არჩევნების დღეს, 12:00 საათიდან პარლამენტის წინ შეკრებას და ფსონის სიტუაციის რადიკალიზაციაზე გაკეთებას“

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ  „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა.

-„ჩვენი ინფორმაციით, თბილისის მერიაში შესულია წერილი, – ისინი არჩევნების დღეს პარლამენტის წინ 12:00 საათიდან იკრიბებიან. როგორც ჩანს, სრული რესურსის მობილიზაციას ისინი არა არჩევნების, არამედ ამ მიმართულებით აპირებენ, აანონსებენ მრავალათასიანი აქციის ჩატარებას.

ეს ნიშნავს, – „ნაცმოძრაობა“ არის სასოწარკვეთილების პიკში. მათ ზუსტად იციან, დემოკრატიულ არჩევნებზე რაიმე სახის წარმატების შანსი არ გააჩნიათ.

მინდა მივაწოდო საზოგადოებას ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი კიდევ ერთი მავნებლობის შესახებ, – არჩევნების ნაცვლად, აქციებისთვის ემზადება, ეს არ არის ვინმესთვის სიახლე.

როდესაც პარტიები, მათი აქტივისტები, მხარდამჭერები და მთელი მოსახლეობა ხმის მიცემის პროცესში იქნება ჩართული, როგორც ჩანს, ხმების პარალელური დათვლის შედეგად მიღებული მონაცემების დაცვის აბსურდული საბაბით „ნაცმოძრაობა“ ფსონს სიტუაციის რადიკალიზაციაზე, არეულობის შექმნაზე გააკეთებს, სრული რესურსით ქვეყნის მთავარ გამზირზე შეიკრიბება.

ფაქტია, ამ პარტიას არჩევნებში ამომრჩევლების მობილიზების ნაცვლად სხვა სახის, დესტრუქციული მიზნები აქვს, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ ამ პროვოკაციულ ნაბიჯს კიდევ ერთხელ გასცეს ღირსეული და საკადრისი პასუხი. სწორედ ამიტომ, ყველა ადამიანმა, რომელიც თვლის რომ საჭიროა კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით განვითარების გაგრძელება; 2024 წელს ევროკავშირის წევრობის განაცხადის გაკეთება, მომდევნო წლებში კი სრულფასოვანი ინტეგრირება და უკეთესი ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა, უარი უნდა უთხრას რევანშსა და დესტრუქციას. ამ არჩევნებში არა მხოლოდ „ნაცმოძრაობა“ და მისი დანაყოფები უნდა დამარცხდნენ, არამედ უნდა გაიმარჯვოს ქართველმა ხალხმა, ხალხთან ერთად უნდა უზრუნველვყოთ ისეთი შედეგი, რომელიც „ნაცმოძრაობას“ წარმატების ილუზიებს შანსებს საბოლოოდ გაუქრობს და გზას ახალ, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს გაუხსნის. ძალიან მაღალია იმის ალბათობა, – „ქართულმა ოცნებამ“ დაახლოებით 60%-იანი მხარდაჭერა მიიღოს. ამისთვის საჭიროა, ყველა მოქალაქე, ვინც ქვეყნის განვითარებაზე ფიქრობს და მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, მივიდეს არჩევნებზე, ამ შემთხვევაში ეს პროცენტი გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია. ამ შემთხვევაში გაცილებით დაბალი იქნება მათ შორის მთავარი, სამწუხაროდ, მთავარი ოპოზიციური მავნებელი, პარტიის საარჩევნო შედეგი, პირობას გაძლევთ, ამ შემთხვევაში სწორედ, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ისედაც დაშლის პირას არის, ისინი წკიპზე არიან და ელოდებიან არჩევნებს, საბოლოოდ დაიშლება, მართლაც ახალ და ჯანსაღ ძალებს გაეხსნებათ გზა პოლიტიკურ ასპარეზზე და ოპონირებაც იქნება უფრო საქმიანი და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ, მოვუწოდებ ყველა მხარდამჭერს, მთელი შემართებით, ყველანი მივიდნენ არჩევნებზე, ამისათვის ყველა პირობა შექმნილია, არჩევნებზე უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოების მაქსიმალური ხარისხი, აქ საშიშროება ნულის ტოლია, რისთვისაც ცესკოს გვინდა მადლობა გადავუხადოთ, ასეთი უზრუნველყოფისთვის ასეთი მაღალი ხარისხისა და ხმა მივცეთ საქართველოს წინსვლას და წარმატებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები