თბილისის მერია დედაქალაქში ველომსვლელობას მოაწყობს

ქალაქის მთავრობის სხდომა ჩატარდა.

-„2002 წლიდან ევროპის ბევრი ქალაქი სექტემბერში აღნიშნავს მობილობის კვირეულს. ჩვენც გვინდა შევუერთდეთ ამ კვირეულს, დედაქალაქში კვირის ბოლოს ველოსიპედებით სეირნობა მოეწყობა.

რა თქმა უნდა, ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია, ჩაერთოს ღონისძიებაში. ზუსტ დროს და ადგილს მოგვიანებით მოგახსენებთ.

კვირეულის მთავარი მოწოდება ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემცირება, ველომსვლელობის მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა.

საზოგადოებამ, ნელ-ნელა უნდა გააცნობიეროს, რამდენად მნიშვნელოვანია თუნდაც ფეხით და ველოსიპედით სიარული, რამდენად მნიშვნელოვანია ეკოტრანსპორტი. დღეს თბილისში 650 ათასი კერძო ავტომობილი გადაადგილდება და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, რაც პრობლემას წარმოადგენს ქალაქის რელიეფიდან და ქუჩებიდან გამომდინარე“, – განაცხადა თბილისს მერმა, კახა კალაძემ.

კომენტარები