თბილისის მერია დიღომში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს:

-„დიდ დიღომსა და სოფელ დიღომში სტიქიით გამოწვეული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები წუხანდელი ღამიდან მიმდინარეობს.

წუხანდელი ძლიერი წვიმის შედეგად, საბურთალოს რაიონში, დიდი დიღმისა და სოფელ დიღმის კერძო დასახლებების ქუჩები, ასევე, რამდენიმე კერძო სახლი და მირიან მეფის ქუჩა დაიტბორა.
სტიქიით გამოწვეული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა, საბურთალოს რაიონის გამგეობამ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მყისიერად დაიწყეს. დატბორილი სახლებიდან და ეზოებიდან წუხელვე ამოიტუმბა წყალი.
ამჟამად, „თბილსერვის ჯგუფის“ ბრიგადები დატბორილ ქუჩებს წმენდენ.
წვიმის შედეგად დიდ დიღომში დაზიანდა 7 საცხოვრებელი სახლის სახურავი, რომლის განახლებას საბურთალოს რაიონის გამგეობა უზრუნველყოფს”.

კომენტარები