თბილისის მერის მოადგილე უფასო სასადილოების დახურვასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას გამოეხმაურა: „ ტყუილია, თითქოს უფასო სასადილოები ფუნქციონირებას…“

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი უფასო სასადილოების დახურვასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას გამოეხმაურა:

-„გავრცელებული ინფორმაცია, – უფასო სასადილოები წყვეტენ ფუნქციონირებას, სიმართლეს არ შეესაბამება. თითქოს ჩვენ ვაპირებთ კვების ახალი წესების შემოღებას, მტკნარი სიცრუეა. ყველა სასადილო ჩვეულ რეჟიმი ფუნქციონირებს, ემსახურება ბენეფიციარებს. გარდა ამისა, ტენდერები, რომელიც გამოცხადებული იყო აღნიშნული სასადილოებისთვის, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მერიის მიერ ჩატარებული კვლევა მხოლოდ და მხოლოდ ბაზარზე ფასების დადგენას ემსახურება.

ეს არის ჩვეულებრივი ბაზრის კვლევა, რასაც ხშირად მივმართავთ, ემსახურება იმ მიზანს, პერიოდულად დავტესტოთ და გადავამოწმოთ სხვადასხვა პროდუქციის საბაზრო ფასები. უფასო სასადილოების ბენეფიციარებისთვის მენიუს გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტი 20 მილიონიდან 25 მილიონამდე გაზარდა“.

კომენტარები