თბილისის რამდენიმე რაიონს 10 აგვისტოს წყალმომარაგება შეეზღუდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“ ინფორმაციას ავრცელებს:

-„10 აგვისტოს ღრმაღელე-სამგორის გვირაბზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს და თბილისის რამდენიმე რაიონს წყალმომარაგება შეეზღუდება.

წყალგამტარი გვირაბი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია, რომლის საშუალებითაც 40 000-ზე მეტ აბონენტს მაღალი ხარისხის სასმელი წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.  მათივე ცნობით, ღრმაღელე-სამგორის გვირაბზე დაგეგმილი სამუშაოები კომპანიას წყლის ნაკადების ეფექტურად მართვის შესაძლებლობას მისცემს. შედეგად ისნის, ნაძალადევისა და ჩუღურეთის რაიონების აბონენტების   წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

„ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 10 აგვისტოს დილის 11:00 საათიდან 11 აგვისტოს დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის რაიონში: ვაზისუბნის დასახლებას და მიკრორაიონებს, ვარკეთილის IV მ/რ-ს მე-3 კვარტალს, წულუკიძის III-IV შესახვევებს, მშველიძის, სულაქველიძის, დავითიანის, ლეჟავას ქუჩის I გასასვლელს, კაიშაურის, კიკეთის, ნიაბის, სამრეკლოს, მესხიშვილის, ავლაბრის, მეორე შორაპნის, გუჯარეთის, მელაანის, აწყურის და მიმდებარე ქუჩებს. ნავთლუღის I დასახლებას, კობცოვის, ტატიშვილის, ხარაბაძის, უზნაძის და ბუცხრიკიძის ქუჩებს.

ნაძალადევის რაიონში: ხუდადოვის, ბენდელიანის, თამარაშვილის, სტურუას, ასკურავას, მესხის, ურიდიას, გეგუთის, თოდრიას, ჟღენტის, გომარეთის და მიმდებარე ქუჩებს.

სამღერეთის, ზაქარაიას, ბეჟანიშვილის, ლოტკინის  მთის, დაისის, ღრმაღელეს, ილურიძის, ჯავის, კოკინაკის, ლომთათიძის, გრუზინსკის,  ზედაზნის,  გარეჯის ქუჩას და შესახვევებს, ახალ მოწამეთა,  იოსელიანის, მუხრანის ქუჩას და შესახვევებს, გლინკას, გარეჯელის,  ნაგომარის,  რატევანის, ბოგვის და მიმდებარე ქუჩებს; სანზონის დასახლების ნაწილს.

ჩუღურეთის რაიონში: მარუაშვილის, სამურზაყანოს, ცხრა ძმის, ნორიოს, ჩეჩელაშვილის, დავითაშვილის, ბაგრატიონის, გუმათის, ასპინძის, მეუნარგიას, ჯორჯაძის და მიმდებარე ქუჩებს; ივერთუბნის დასახლებას.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის“.

კომენტარები