თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს კვლავ გიორგი შარვაშიძე უხელმძღვანელებს

მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს კვლავ გიორგი შარვაშიძე უხელმძღვანელებს.

არჩევნებში მონაწილეობა თსუ-ის აკადემიური საბჭოს 37-მა წევრმა მიიღო.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში 3 კანდიდატი მონაწილეობდა: გიორგი ბარამიძე, ცირა ბარამიძე, გიორგი შარვაშიძე. თსუ რექტორობის კანდიდატებს აკადემიური საბჭოს წევრები ZOOM-ის პლატფორმის მეშვეობით გაესაუბრნენ, რის შემდეგაც გაიმართა კენჭისყრა.

თსუ-ს რექტორის თანამდებობას გიორგი შარვაშიძე 2016 წლიდან იკავებს.

არჩევნების შედეგები ძალაში 2020 წლის 24 სექტემბერს, გიორგი შარვაშიძის 4-წლიანი უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ შევა.

კომენტარები