თბილისის ქუჩებში თანამედროვე ტიპის გადასასვლელი ხიდები გაკეთდება

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს:

საჭიროების შემთხვევაში, თბილისის ქუჩებში მხოლოდ თანამედროვე ტიპის გადასასვლელი ხიდები გაკეთდება.

ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი კონტრაქტორი კომპანიის მეშვეობით მიმდინარეობს. სულ დაგეგმილია 19 ხიდის დემონტაჟი, ამ დროისთვის დაშლილი და დასაწყობებულია ცხრა ხიდი. დარჩენილი 10 ხიდის დემონტაჟი კი, წელსვე უნდა დასრულდეს.

დაშლილი ხიდები დასაწყობებულია თბილისის მერიის საწყობში და მათი აღდგენა არ იგეგმება“.

 

კომენტარები