თბილისი პრაიდი 17 მაისს ონლაინ დემონსტრაციას გეგმავს

17 მაისს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ონლაინ დემონსტრაცია იგეგმება.

„კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ ცალსახად აჩვენა, რომ ტრადიციულად ჩაგრული ჯგუფები ასეთ დროს კიდევ უფრო მეტად იჩაგრებიან.

„ამ ეტაპზე, ეს ორივე მოვლენა, ჰომოფობიაც და COVID-19 პანდემიაც მილიონობით ადამიანს იზოლაციაში გვამყოფებს. მეტიც, მიგვაჩნია, რომ ჰომოფობიაც პანდემიაა და ისევე როგორც პანდემია, ჰომოფობიაც აუცილებლად დასრულდება! 

ონლაინ დემონსტრაციისას ლგბტქი თემის წევრები, აქტივისტები, მხარდამჭერები, პოლიტიკოსები, რელიგიური ლიდერები, ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ისაუბრებენ ქვიარ თემის წინაშე არსებულ სხვადასხვა გამოწვევებზე:

როგორ ვცოცხლობთ იზოლაციაში? როგორ შეეხო კომენდანტის საათი თემის ყველაზე მოწყვლად ნაწილს და როგორ ამძაფრებს ის ჰომოფობიური ძალადობის საფრთხეს? როგორ უმკლავდებიან უმუშევრობას და კარანტინის გამო წარმოქმნილ სხვა პრობლემებს თემის წევრები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ?

საკმარისია ეპიდემიის მიმართ ხელისუფლების პასუხი? როგორ ვებრძოლოთ ჰომოფობიას იზოლაციაში, სოციალურ დისტანციაზე? 17 მაისი, ოჯახის სიწმინდის დღე? ეკლესია და სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხები.

ერთად გავიაზრებთ და ერთმანეთს გავუზიარებთ ამ გამოწვევების დაძლევის გზებს. დემონსტრაციის მონაწილეებს შესაძლებლობა გვექნება გამოვთქვათ მოსაზრებები და/ან კითხვები დაუსვათ მომხსენებლებს. გვეძლევა შესაძლებლობა ჩვენი ხმა გავაჟღეროთ ყველამ, მათ შორის, რეგიონში მცხოვრებმა და ემიგრაციაში მყოფმა თემის წევრებმაც“. 

კომენტარები