„თბილისი ტრანსპორტის თვალსაზრისით საუკეთესო, განვითარებული და წინ წასული ქალაქი იქნება მთელ ევროპაში“
თბილისის მერმა კახა კალაძემ ფეისბუქ ჩართვისას განაცხადა:
„თბილისი ტრანსპორტის თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესო, განვითარებული და წინ წასული ქალაქი იქნება მთელ ევროპაში.
ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით კონკრეტული პარტიების მხრიდან მცდარი ინფორმაციების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება.
რეფორმის ფარგლებში კანონით გათვალისწინებულია ვალდებულება, – კერძო ავტომობილებმა ტექდათვალიერება გაიარონ. ტაქსის მძღოლი, რომელიც მოდის გასაწევრიანებლად A თუ B კატეგორიაში, რა თქმა უნდა, მას უნდა ჰქონდეს ავტომობილზე ტექდათვალიერება გავლილი, სამწუხაროდ, დაახლოებით 30%-მა, ვისაც ლიცენზია ჰქონდა, მიღებული ტექდათვალიერება ვერ გაიარა.
დაახლოებით 6000 -ზე მეტი მძღოლი არის გაწევრიანებული და აქვს A კატეგორიის ლიცენზია. 9 000 -მდე კი B კატეგორიაშია გაწევრიანებული. მიზანმიმართულად ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს, 27 000 ტაქსის მძღოლი ჩვენ დავტოვეთ სამსახურის გარეშე, ეს ინფორმაცია არის სიცრუე‘’.
ტაქსების რეფორმის ფარგლებში, A კატეგორის მძღოლებს სპეციალური მანათობლები წარწერით ,, ტაქსი თბილისი“ გადაეცათ.