თბილისს Polo & Pan ესტუმრება.

20 ივლისს, „ორიგამის“ ორგანიზებით, თბილისს ესტუმრება. მუსიკალური პროექტი მასშტაბურ ღონისძიებას ვაგონშემკეთებელ ქარხანაში გამართავს, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.

„ორიგამის“ დამფუძნებლების ინფორმაციით, Polo & Pan-ის კონცერტის ჩატარება მსმენელის ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვიტეს. ისინი საფრანგეთში პირადად შეხვდნენ მუსიკალური პროექტის წევრებს და თბილისში კონცერტი ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ დაგეგმეს.

Polo & Pan ქართველ მსმენელს გრანდიოზულ შოუს ჰპირდება. ისინი საქართველოში „ლაივითა“ და ორი შემსრულებლით ჩამოვლენ.

ღონისძიების ორგანიზატორის „ორიგამის“ დამფუძნებლის ნიკა ნონიკაშვილის განცხადებით, ვაგონშემკეთებელი ქარხანა სწორედ ღონისძიების მასშტაბურობიდან გამომდინარე შეარჩიეს. მისივე თქმით, სახელმწიფო პანტომიმის თეატრის კოსტიუმირებული მიმები მუსიკის, მოძრაობისა და პლასტიკის ულამაზეს შერწყმას წარმოადგენენ.

„შეხვედრაზე Polo & Pan შეგვპირდა, რომ სანახაობრივ, სასიამოვნო და შთამბეჭდავ წარმოდგენას გამართავს თბილისში. ზოგადად, ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს არამარტო კონცერტი, არამედ შოუც, რაც მსმენელისთვის კიდევ უფრო საინტერესო იქნება.

Polo & Pan ჩვენით დაინტერესებულია, რადგან საქართველო ყველა DJ-სთვის ძალიან პოპულარული მიმართულებაა და ყველას ძალიან უნდა აქ ჩამოსვლა. ჩვენთან ეს კულტურა, რასაც კლუბური ცხოვრება და კონცერტი ჰქვია, ძალიან განვითარებულია. სწორედ ამ სექტორის განვითარებამ წამოწია წინა პლანზე თუნდაც Polo&Pan-ის ჩამოსვლის საკითხი“, – აღნიშნა მან.

რაც შეეხება პანტომიმის თეატრის მსახიობების წარმოდგენას, შოუ-ში 50 მიმი ჩაერთვება და მაყურებელსა და მსმენელს კოსტუმირებულ პროგრამას შესთავაზებს. ამავდროულად, ისინი პანტომიმის თეატრის მშენებლობისთვის კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამენ, რაშიც „ორიგამიც“ დაეხმარებათ.

კომენტარები