თბილისში ამაშუკელის ქუჩაზე, გაზ გასამართი სადგური აფეთქდა

თბილისში ამაშუკელის ქუჩაზე გაზ გასამართი სადგური “ეკო გაზი” აფეთქდა.

როგორც თვითმხილველები ყვებიან ძლიერი აფეთქების ხმა რამდენიმე წუთის წინ გაისმა. ადგილზე მობილიზებული იყო ექვსი სახანძრო მანქანა,ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

როგორც სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა ოთარ კერესელიძემ ჟურნალისტებს განუმარტა , დაშავებულია ერთი პიროვნება, გაზგასამართი სადგურის თანამშრომელი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

ამ დროისათვის სხვა დეტალები არ არის ცნობილი.

  • მოამზადა ნათია ბერიძემ
კომენტარები