თბილისში ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით დაჭრეს

თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით დაჭრეს. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

„პაციენტი შემოყვანილია სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მიერ, დაახლოებით 22-25 წლის ასაკის. დაჭრილია გულ-მკერდის არეში, სავარაუდოდ ბლაგვი საგნით. თუმცა, ამის დაზუსტებით თქმა ჯერ არ შეგვიძლია. აქვს დიდი რაოდენობით სისხლჩაქცევები. მოყვანისთანავე შეყვანილი იქნა საოპერაციო ბლოკში. საკმაოდ მძიმეა მდგომარეობა, ვინაიდან გულ-მკერდის არეში შემავალი ჭრილობაა. სხვა ინფორმაცია გვეცოდინება ოპერაციის დასრულების შემდეგ“, – აცხადებს მორიგე ექიმი მიხეილ ქემერტელიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი იდენტიფიცირებულია და მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები