თბილისში გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია “თელასის“ ცნობით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება შემდეგ რაიონებში:
კრწანისის რაიონი- 10 საათიდან 18 საათამდე;
შეზღუდვა შეეხება რუსთავის გზატკეცილის, შოთა ნიშნიანიძის, მარაბდის და გორგასალის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი- 10 საათიდან 18 საათამდე;
შეზღუდვა შეეხება: გმირთა მოედნის, პეკინის გამზირის, იყალთოს, გამსახურდიას, ბახტრიონის, კოსტავას, დოლიძის და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კასტელის და ნესტან-დარეჯანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ოთარ ლორთქიფანიძის, თამარაშვილის და უნივერსიტეტის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი- 11 საათიდან 18 საათამდე;
შეზღუდვა შეეხება: შანიძის, კეკელიძის, პეტრიაშვილის, მელიქიშვილის, ბარნოვის და ზალდასტანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი- 10:30 საათიდან 18 საათამდე;
შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II მიკრორაიონის, სერგო წულაძის, ბერი გაბრიელ სალოსის, ბოგდან ხმელნიცკის, ნარგიზის, რუსუდანის, ციხისძირის, ივლეთის, თეთრიწყაროს და ბაქარაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი – 10 საათიდან 18 საათამდე;
შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის, დიღმის მასივის II კვარტლის და აკაკი ბაქრაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი -10 საათიდან 17 საათამდე;
შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის და ქინძმარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე; შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, ნავთლუღის დასახლების, აეროპორტის დასახლების, აფრიკის დასახლების, ქინძმარაულის და ველისთავის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – 11 საათიდან 16 საათამდე;
შეზღუდვა შეეხება: ილია ვეკუას, აკაკი ვასაძის, შეშელიძის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი – 10 საათიდან 18 საათამდე;
შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), ნინოშვილის და ფოცხვერაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია “თელასი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები