თბილისში გოლფის საერთაშორისო სამოყვარულო ტურნირი გაიმართება

საქართველოს გოლფის ფედერაციისა და სპორტული ტურიზმის ალიანსის ორგანიზებით, 17-19 ოქტომბერს, თბილისში გოლფის საერთაშორისო ტურნირი Taste and Play ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულუტურისა და სპორტის სამინისტროს ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ტურნირის პრეზენტაცია „გალერია თბილისში“ მდებარე რესტორან Chaikhana Bazar-ში გაიმართა. ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, გოლფის ფედერაციის, სპორტული ტურიზმის ალიანსისა და სხვადასხვა სპორტული ფედერაციის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

„ტურნირს, რომელშიც მონაწილეობას ქართველი და უცხოელი მოყვარული გოლფერები მიიღებენ, Tbilisi Hills Golf & Residences უმასპინძლებს. მონაწილეთა რეგისტრაცია სექტემბერში დასრულდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები