თბილისში თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის ცენტრმა „Black Lion“ ჩაატარა საერთაშორისო კონკურსში – “Pirosmani Vibes”

დიდი ქართველი მხატვრის, ნიკალა  ფიროსმანის შემოქმედებისადმი მიძღვნილი კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოში თანამედროვე ხელოვნების განვითარებას.

კონკურსში სამი ნომინაცია იყო: სახვითი ხელოვნება (ფერწერა, გრაფიკა, სკულპტურა, ფოტოგრაფია, კოლაჟი, დეკორატიულ-გამოყენებითინამუშევრები), მუსიკალური ნაწარმოებები (სიმღერა, კომპოზიცია) და ლიტერატურა (პროზა, ესსე, პოეზია).

გამარჯვებულთა სახელები 3 მაისს თბილისში, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გახდა ცნობილი. 16 მონაწილეს შორის, როგორც ქართველი, ასევე უცხოეთის მოქალაქეებიც იყვნენ.

სამმა მთავარმა გამარჯვებულმა პრიზად ლომის გამოსახულებიანი კრისტალის სტატუები მიიღო.

გამარჯვებულები გახდნენ:

ნიკა ქუთელია (ცნობილი როგორც-Piro$money) (“სახვითიხელოვნება”),მან წარმოადგინა ფოტოკოლაჟი “მარგარიტა”

პეტერ ომენი (“მუსიკალური ნაწარმოებები “)  – წარმოადგინა სიმფონიური ნაწარმოები ”ზამთარი” – “The Winter”;

მწერალი ვალერი მარკაროვი (“ლიტერატურა”), მან კონკურსში თავისი რომანით სახელწოდებით ‘ლეგენდაფიროსმანისშესახებ’ მიიღო მონაწილეობა.

სპეციალური პრიზი ცენტრისგან ყველაზე უფროსმა მამონაწილემ (88 წლის) თბილისელმა მხატვარმა ელეონორა (ნელი) ბერაიამ, თანამედროვე ქართული გამოყენებითი ხელოვნეის განვითარებაში მიიღო. მისი ნახატი ბისერებით იყო შესრულებული.

კიდევ ერთი სპეციალური პრიზი – ეროვნული ბიბლიოთეკის “სიმპატია” ორმა ყველაზე პატარა მონაწილემ მიიღო: 12 წლის ვიქტორ ჩაკვეტაძე წყალტუბოდან (იმერეთისრაიონი) და 10 წლის ეველინა ხუვიერი თბილისიდან. ბავშვებს საბავშვო ლიტერატურის სასაჩუქრე ნაკრებები გადასცეს.

ამის გარდა, კონკურსის თითოეულ მონაწილეს მიეცა დიპლომი, “დიპლომანტი”-ს წოდების მინიჭებით. მათ ასევე გადაეცათ: წიგნები, ღვინო “ფიროსმანის” სახელწოდებით, თეატრის ბილეთები და სხვა მცირედი საჩუქრები.

კონკურსის ” Pirosmani Vibes” ჟიურის წევრები იყვნენ: ცნობილი მხატვარი ლევან მოსიაშვილი და ხელოვანი ჯემალ გოგიშვილი ფიროსმანის წოდების საერთაშორისო მხატვრული ასოციაციის დამფუძნებელი და დირექტორი). ჯემალმა თავისი ასოციაციის დიპლომებით სამი მონაწილე დააჯილდოვა: ვიქტორ ილევინი ისრაელიდან, ალა ზენკო გერმანიიდან და ასევე ქართველი მხატვარი ნელი ბერაია.ბატონი ჯემალი აღფრთოვანებული დარჩა კონკურსანტების ნამუშევრებით და იმედოვნებს, რომ მონაწილეთა რაოდენობა შემდეგში უფრო მეტი იქნება. მისი ციტატა: „ფიროსმანი-ჩვენი დიდი „ბრენდია“, ის ცოცხალია“.

დაჯილდოების ცერემონიაზე სიმფონიური ორკესტრის წევრები გიორგი და იარინი იყვნენ მოწვეულები, რომლებმაც საღამო ჩელოებზე დაკვრით თავისებურად გაალამაზეს.

 

კომენტარები