თბილისში მამაკაცმა ცოლის მოკვლა სცადა

28 ივლისს, თბილისში მამაკაცმა ცოლის მოკვლა სცადა.  მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამ ინფორმაციას  შს სამინისტრო ავრცელებს.
მამაკაცმა ოჯახური კონფლიქტის დროს, 50 წლის ქალს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა.

ქალს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ მამაკაცი მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე საათში, ახმეტაში დააკავა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

 

კომენტარები