თბილისში მკვლელობა მოხდა – ვინ არის მამაკაცი, რომელიც ავჭალაში, საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს
თბილისში, ავჭალაში, სარაჯიშვილის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა.
შუახნის კაცი ავტომობილში მოკლეს. გარდაცვლილი მამაკაცი ვალერიან ნემსიწვერიძეა, გავრცელებული ინფორმაციით, ის ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეებში მონაწილეობდა.
მას ბრალდებულის სტატუსიც ჰქონდა, თავისუფლება ჰქონდა აღკვეთილი 16 წლის ვადით.
ადგილობრივების თქმით, 6 გასროლის ხმა გაიგეს. მოკლული მამაკაცი ქალთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც მკვლელმა გაიტაცა.
გამოძიება სსკ-ის 236-ე და 108-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.