თბილისში მოზარდს თავს დაესხნენ

თბილისში, თბილისში პეკინის ქუჩაზე უცხო ადამიანები არასრულწლოვან ტრანსგენდერ ქალს, სავარაუდოდ, სიძულვილის მოტივით, თავს დაესხნენ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, მობილური ტელეფონი გაუტეხეს, ხელჩანთა და საფულე მოპარეს.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადა იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მიმდებარე ტერიტორიიდან ვიდეო-კამერების ჩანაწერები ამოიღეს და მალევე შეძლეს თავდამსხმელების იდენტიფიცირება.

საქმეს შსს 126-ე მუხლით იძიებს, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები