თბილისში პირველი მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა იწყება

ვარკეთილში პირველი მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა დაიწყო. ცენტრით ყველა თაობის ადამიანი ისარგებლებს. ანალოგიური კომპლექსების მშებელობა დედაქალაქის სხვა რაიონებშიც იგეგმება.

მულტიფუნქციური ცენტრის სამშენებლო სივრცე 15 000 კვ მ ფართობს მოიცავს და პროექტის დასრულების შემდეგ, ის თვის განმავლობაში 10 000-ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება.
მულტიფუნქციურ ცენტრში განთავსდება: სპორტული დარბაზი ფეხბურთის, ფრენბურთისა და კალათბურთისთვის; ტანვარჯიშის დარბაზი; სპორტული ორთაბრძოლების დარბაზი, სადაც განვითარდება ძიუდოს, ჭიდაობის და კარატეს სექციები, ასევე, მოეწყობა კრივის რინგი; ტრენაჟორების სივრცე ფიტნეს-დარბაზთან ერთად; ორი საცურაო აუზი; კაფე; სპორტული ინვენტარის მაღაზია; მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა; საკონფერენციო დარბაზი; სახელოვნებო სკოლა; ბოულინგისა და სამაგიდო თამაშების სივრცე; მიწისქვეშა პარკინგი.

მულტიფუნქციური კომპლექსების მშენებლობის პროგრამა მიზნად ისახავს სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და სპორტულ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართვას.

„ჩვენ გვაქვს მიდგომა, რომ ყველა რაიონში ანალოგიური მულტიფუნქციური კომპლექსები გაჩნდეს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს სპორტულ ცხოვრებაში. ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და ზუსტად ასეთი პროექტების საშუალებით, ადამიანებს ეძლევათ საშუალება დაკავდნენ სპორტით და იცხოვრონ ჯანსაღად. სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2021 წლის ზაფხულში იგეგმება“, – განაცხადა ქალაქის მერმა, კახა კალაძემ.

 

მულტიფუნქციურ ცენტრში სხვადასხვა მულტიფუნქციური პროექტი იქნება განთავსებული:

  • სპორტული დარბაზი ფეხბურთის, ფრენბურთისა და კალათბურთისთვის;
  • ტანვარჯიშის დარბაზი;
  • სპორტული ორთაბრძოლების დარბაზი, სადაც განვითარდება ძიუდოს, ჭიდაობის, კარატეს სექციები, ასევე, მოეწყობა კრივის რინგი;
  • ტრენაჟორების სივრცე ფიტნეს-დარბაზთან ერთად;
  • ორი საცურაო აუზი;
  • კაფე;
  • სპორტული ინვენტარის მაღაზია;
  • მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა;
  • საკონფერენციო დარბაზი;
  • სახელოვნებო სკოლა;
  • ბოულინგი და სამაგიდო თამაშების სივრცე;
  • მიწისქვეშა პარკინგის სივრცე.

სპორტული კომპლექსების მშენებლობის პროგრამა მიზნად ისახავს სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და სპორტულ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართვას.

ობიექტის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება.

 

კომენტარები