„თბილისში ჟიული შარტავას და გურამ გაბისკირიას ძეგლები“

დედაქალაქის მთავრობა სხდომა ჩატარდა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა:

„თბილისში ჟიული შარტავას და გურამ გაბისკირიას ძეგლები დაიდგმება.

2019 წლის 7 მარტს გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეს, ჩვენს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდებოდა. დღესღეობით, არც მისი ბიუსტი და არც ძეგლი დედაქალაქში არ დგას და ვფიქრობ, ჟიული შარტავა იმსახურებს, რომ მისი ძეგლი არსებობდეს დედაქალაქში.

ჟიული შარტავასთან ერთად, გურამ გაბისკირიას ძეგლიც უნდა დაიდგას. “ჩვენ ყველას გვახსოვს ის წუთები, როდესაც სოხუმი დაეცა, ეს ადამიანები, ფაქტობრივად, ბოლო გამოვიდნენ მთავრობის სახლიდან. როდესაც მას ეუბნებოდნენ, რომ დაეჩოქა და საქართველოსთვის შეეგინებინა, ყველას გვახსოვს მისი პასუხი – “არასდროს ცხოვრებაში”. ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, ჩვენგან იმსახურებენ ამას. ჩვენმა შვილებმა, ჩვენმა მომავალმა თაობებმა ჩვენი გმირები აუცილებლად უნდა იცოდნენ და ჩემი თხოვნა იქნება, ყველაფერი გავაკეთოთ ისე, როგორც ამ ადამიანებს ეკადრებათ”.

კახა კალაძემ საკითხის მოგვარება თავის მოადგილეს, სოფიო ხუნწარიას დაავალა.

კომენტარები