თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სკოლების გახსნაზე – „ცოტა კიდევ მოვითმინოთ“ – მაია ცქიტიშვილი

-„საქართველოს სამ ქალაქში, (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი,) სადაც მთავრობას სასწავლო პროცესის სრულფასოვანი განახლება მარტიდან აქვს დაგეგმილი. ცოტა კიდევ უნდა მოითმინონ, ყველა ტიპის შეზღუდვის შემსუბუქება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების ტემპზეა  დამოკიდებული, უნდა შენარჩუნდეს დადებითობის 4%-იანი მაჩვენებელი.

 ყველას გვესმის, – საქართველოს მესამედი ცხოვრობს თბილისში, სამწუხაროდ, ასევე ქუთაისში და რუსთავშიც. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ სამ ქალაქში სწავლის აღდგენა, მაგრამ მოდით ესეც ვთქვათ, -როდესაც ვსაუბრობთ, როდის იქნება და ნამდვილად იქნება თუ არა პირველ მარტს, ჩვენ უკვე შეგვიძლია, მოვულოცოთ, პირველ თებერვალს ბევრ ქალაქში და დასახლებულ პუნქტებში მოსწავლეებს საკლასო ოთახებში დაბრუნება.

თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში  ძალიან ბევრი სკოლაა, ბევრი ბავშვი ელოდება სწავლის აღდგენას ფიზიკურ რეჟიმში, აქ ისევ და ისევ ჩვენ კიდევ უნდა დაველოდოთ მაჩვენებლების გაუმჯობესებას,– დადებითობის მაჩვენებლების 4%-მდე შემცირებას. ეს დიდი ქალაქებია და მობილობაც მაღალია.

ყველას გვეჩქარება, ყველას ძალიან კარგად გვესმის, -ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის სამომავლო განვითარებისთვის საკლასო ოთახში სწავლასთან ერთად თანატოლებთან ურთიერთობა,  ასევე კარგად გვესმის, – ძალიან ბევრი საფრთხე არის ამასთან დაკავშირებული.

გახსნილ სკოლებს, ინფიცირების შემთხვევების გამო, მოუწიათ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა გახსნის შემდეგ. ამდენი ხანი ვითმინეთ, კიდევ ცოტა ხანი მოვითმინოთ იმისთვის, რომ მდგრადად მოვხსნათ შეზღუდვები და დავუბრუნდეთ საკლასო ოთახებს ისე, რომ შემდეგ კიდევ არ მოგვიწიოს შეზღუდვებზე ფიქრი”, –განაცხადა ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, შესაძლო დაჩქარების შესახებ  განაცხადა, – „უკვე გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი“.

კომენტარები