თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია – ნაპოვნია ცხედარი

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. ხანძრის ჩაქრობას სახანძრო-სამაშველო რამდენიმე ეკიპაჟები ცდილობს. ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული. მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებიც.

თვითმხილველთა ნაწილის თქმით, ხანძარს წინ უძღვოდა მცირე აფეთქების ხმა.არ გამორიცხავენ, მომხდარი ბუნებრივი აირის გაჟოnვას უკავშირდებოდეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საცხოვრებელ ბინაში გაჩენილი ხანზარი უკვე ლოკალიზებულია. მაშველებმა სახლში კაცის ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.

 

კომენტარები