თბილისში 7 წლის ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში სამ პირს ადანაშაულებენ

თბილისის ერთ-ერთ სკვერში, 7 წლის ბიჭზე, სავარაუდოდ, სექსუალურად იძალადეს.

რამდენიმე დღის წინ, დღის საათებში მცირეწლოვანზე მისმა უბნელებმა იძალადეს, მოძალადეებს შორის 2 არასრულწოვანი და ერთი ზრდასრულია. არაოფიციალური ვერსიით, სავარაუდო სქესობრივი კავშირი მცირეწლოვანზე მუქარით განახორციელეს. შემთხვევის შესახებ ბავშვმა დედას თავად უთხრა, სამართალდამცველებმაც ამბავი მშობლისგან გაიგეს.

ამ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

-„სავარაუდო სქესობრივი დანაშაულის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

კომენტარები