თბილი მოგონება უწმინდესზე – უწმინდესის გული პატარა ბავშვივით წრფელი და ალალია

თბილი მოგონება უწმინდესზე.
-„ერთ ზაფხულს, უწმინდესი ფასანაურში ისვენებდა, ძალიან უყვარდა მდინარის პირას სეირნობა, ერთხელ ფეხშიშველა რომ მიდიოდა რიყეზე, რაღაც ბასრმა დაუზიანა ფეხი, დედები შეწუხდნენ, არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ, ყველაზე უფროსმა, დედა ეპრაქსიამ გაბედა მასთან მისვლა, დედა ეპრაქსია შეეცადა ფეხიდან ქვის ამოღებას, უწმინდესს ეტკინა და შეკრთა, დედა ეპრაქსიამ გულზე მიიხუტა ფეხი და თქვა, ,,ვაიმე შვილო”. ამ სიტყვებზე უწმინდეს ცრემლები წამოუვიდა, აღარ ახსოვდა ტკივილი და დედა ეეპრაქსიას, ბავშური სითბოთი სთხოვდა, ,,გაიმეორეთ კიდევ ეგ სიტყვები”, გამოჩნდა ადამიანი, ვინც უწმინდეს მიმართა ,,შვილო”.
უწმინდესის გული პატარა ბავშვივით წრფელი და ალალია, მასაც სჭირდება, სითბო არა როგორც მამას, არამედ როგორც პატარა უმანკო ბავშვს,
ღმერთმა ადღეგრძელოს და წყალობა თვისი არ მოაკლოს, იხარეთ ჩვენო პატრიარქო“.
კომენტარები