“თბილ სავარძლებში მოკალათებულები ისედაც სასოწარკვეთილი ადამიანის უმკაცრეს დასჯას როგორ მოითხოვთ? რამ გაგაბოროტათ?” – ნინული ქავთარაძე:

 – “იმდენი ნეგატივია საზოგადოებაში რომ ვცდილობ სოც ქსელში იშვიათად შემოვიდე – რამ გაგაბოროტათ ხალხნო, რამ დაგაბეჩავად ასე? რამ შეგიპყროთ რომ ასეთ დღეში ჩავარდით? ლევან ზურაბიშვილი, სათამაშო ყუმბარით რომ გამოვიდა და გაახმოვანა ის რასც მოსახლეობის 90% ამბობს და მის მოთხოვნებს ეთანხმება, ადამიანი რომელმაც არავის არაფერი არ დაუშავა გარდა იმისა რომ ნერვებმა უღალატეს და დემარშით ეცადა გამოეხატა თავის გულისტკივილი მის სამაგალითო დასჯას მოითხოვთ ,, უმკაცრეს სასჯელს…. სამარცხვინოები ხართ. – კარგად, მოკალათებულები თბილ სავარძლებში და კარგად გამძღრები განიკითხავთ განსაცდელში მყოფ ადამიანს რომელმაც ავადმყოფ დედას წამალი ვერ უყიდა და სასოწარკვეთას მიეცა….. და ეს გაძლევთ იმის საფუძველს რომ იგი უმკაცრესი სასჯელისთვის გაიმეტოთ? და მერე გამოხვალთ თქვენს მიმართ პატივისცემას მოითხოვთ? იცით რა არის უსახლკაროდ ღია ცის ქვეშ დარჩენა შვილთან ერთად? – მე ვიცი…. იცით რა არის ავადმყოფი დედის მოვლა პატრონობა – ჩემს ხელში დალია სული ორივე მშობელმა და გადასარევად ვიცი რას გრძობს შვილი როცა წამალს ვერ ყიდულობს დედის გადასარჩენად, იცით რა არის როდესაც სამყაროსა და ღვთის წინაშე მარტო რჩები და ხსნას ვერსად პოულობ, მაგრად იკრავ გულში შენს შვილს და თუ ძალა მოიკრიბე მიწაზე დანარცხებული ღმერთს ეხვეწები თუნდაც შვილის ხათრით ფეხზე დაგაყენოს…. მოგცეს ძალა რომ იმ შვილს ღმერთის მადლიერება ასწავლო და ბევრი სიყვარული, რომელიც გადაარჩენს და არა ეს ამდენი გაბოროტებულ ადამიანთა მიერ წამოსული ტალახი, ქვებით ჩაქოლვის სურვილი, გაწირვა….. იმის მაგივრად რომ ამ განსაცდელის ჟამს, როცა ყოველდღიაურად უამრავი ადამიანი ინფიცირდება და კვდება ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ იცლით რომ სიდუხჭირეში მყოფი ადამიანი გაწიროთ….. უმკაცრესი სასჯელისთვის…. მთავარანგელოზობაა იყო დღეს…. გილოცავთ …. მეტი სიყვარული და მეტი ურთიერთ გატანა მინდა ვისურვო ❤
 – წერს პორტალ “დედაქალაქზე” ნინული ქავთარაძე
კომენტარები