თეა ბარნაბიშვილი: ბატონო ბიძინა,ნუ დაუჯერებთ ცვხვრის ტყავში გახვეულ მგლებს!

ბატონო ბიძინა!
როგორც ვიცი პროპორციულ სიას ადგენენ ის ადამიანები ვისაც თქვენ ენდობით და ეყრდნობით, რაც ვნახეთ მაჟორიტარული,იქაც გამორეულია პორტირებულები, რამდენადაც ვიცი პროპორციულშიც ანალოგიური მოხდება….
თქვე დალოცვილებო, ვინც ამ სიაზე მუშაობთ,საქართველოში 3 მილიონი ადამიანი ხომ მაინც ცხოვრობს?გვყავს ბევრი განათლებული და საქმის მცოდნე ადამიანი.ისეთები,რომლებიც გამოადგებიან ქვეყანას და ხალხსაც, რას მიაჩერდით ამ პორტირებულ ნაცებს, რაღატო შეგყავთ პარლამენტში ოცნებიდან? რა სომხური კარუსელივით ატრიალებთ ერთი და იგივე სახეებს,თქვენ არ იფიქროთ რომ ამას ხალხი გაატარებს და თვალს დახუჭავს, კარგით რა მართლა, მოიკითხეთ, მოიძიეთ და ნახავთ რამდენი უაღრესად განათლებული ქართველობა გვყავს. ვიღაცეების კაპრიზებზე და მოთხოვნებზე სიარულით ნაცების სიაში ჩასმა,დამიჯერეთ კარგს არაფერს მოუტანს ქვეყანას,ნუთუ მაგდენი არ გესმით,თუ არ გინდათ,რომ გაიგოთ. დაასრულეთ ნცებთან ალიანსი,მორჩით ყვარყვარეების შეყვანს პარლამენტში. მალე ადგილობრივიც მოყვება არჩევნები და ხალხი აღარ გამოგყვებათ.

ბატონო ბიძინა,ნუ დაუჯერებთ ცვხვრის ტყავში გახვეულ მგლებს!

წერს – თეა ბარნაბიშვილი

მოამზადა ირაკლი ჯანყარაშვილმა

კომენტარები