თეა წულუკიანი: „გიორგი გახარია არის ჩვენ შორის ერთ-ერთი საუკეთესო“

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას პრემიერ-მისნისტრის პოსტზე დანიშვნას გამოეხმაურა:

„მომავალ პრემიერს, რა თქმა უნდა, მთელი გულით წარმატებას ვუსურვებ. ის პროცესი, თუ როგორ შეირჩა პარტიის შიგნით პრემიერი, მე არ ვყოფილვარ ამის მონაწილე. დარწმუნებული ვარ და როგორც ვიცი, მთავარი, რის გამოც ბატონი გიორგი შეირჩა მინისტრებიდან ამ პოზიციაზე, არის ის, რომ ის არის ჩვენ შორის ერთ-ერთი საუკეთესო“.

კომენტარები