თეა წულუკიანი: „ვამაყობ, რომ ვარ „ქართული ოცნების“ პირველი იუსტიციის მინისტრი, რომელიც მართავს პენიტენციურ სისტემას, რომელმაც პატიმრები მანამ, სანამ ისინი გათავისუფლდებიან, საჯარო მოხელეები გახადა“

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანსა და სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მოუსმინეს. ​

-„ვამაყობ, რომ ვარქართული ოცნებისპირველი იუსტიციის მინისტრი, რომელიც მართავს პენიტენციურ სისტემას, რომელმაც პატიმრები მანამ, სანამ ისინი გათავისუფლდებიან, საჯარო მოხელეები გახადა.

ქალბატონო ნინო, რამდენიმე პატიმარმა 11 დეკემბერს მოგწერათ წერილი. როდესაც თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ თურმე წერილებზე პასუხს არ იღებთაი, ეს არის 11 დეკემბრის წერილი. კეთილი ინებეთ, გაეცით ამ პატიმრებს პასუხი.

ეს პატიმრები გახლავთ: ალექსი მეზვრიშვილი, გიორგი კიკნაძე, გიორგი გოგიძე, თორნიკე მჭედლიძე, თომა მაჭარაშვილი, დავით ქოქაშვილი, მირიან მებუკე, ნოდარ თარაშვილი, აკაკი ქვრივიშვილი და არჩილ გორდუაძე. ესენი არიან პატიმრები, რომლებიც სასჯელებს იხდიან და რომლებიც, ჩემი ძალისხმევით, მანამ, სანამ სასჯელს იხდიან, იუსტიციის სამინისტროში დასაქმებული პირები არიან. რადგან თქვენ, ქალბატონო ნინო, სტატუსები გიყვართ, მათ აქვთ ორმაგი სტატუსიმსჯავრდებულის და სერვისების განვითარების სააგენტოს მოხელის სტატუსი. მე ვამაყობ, რომ ვარქართული ოცნებისპირველი იუსტიციის მინისტრი, რომელიც მართავს პენიტენციურ სისტემას, რომელმაც პატიმრები მანამ, სანამ ისინი გათავისუფლდებიან, საჯარო მოხელეები გახადაგანაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

 

კომენტარები