თეა წულუკიანი: „თუ გინდათ რადიკალად შემრაცხეთ -როგორც დავინახავ, „ნაცმოძრაობის” უკან დაბრუნების რისკი ნულთან ახლოსაა, ჩავთვლი, რომ საქმე აღარ მაქვს პოლიტიკაში“

გადაცემაში – „თავისუფალი ხედვა“, – წამყვანის კითხვაზე, ბიძინა ივანიშვილმა წერილში და შემდეგ ინტერვიუშიც განაცხადა, – მისთვის გარკვეული თვალსაზრისით ოცნებას წარმოადგენს თავის პარტია იხილოს ოპოზიციაში?

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა:

-„ძალიან მინდა, არამხოლოდ დადგეს ის დრო, რომ ოპოზიციაში გაგვიხდეს საქმე წასასვლელი, არამედ საერთოდ თუ სახლში წასასვლელი გავხდებით, ეს იქნება გადასარევი. „ქართულ ოცნებაში“ არ ვართ სკამებზე ჩაბღაუჭებულები, ეს შემიძლია, გითხრათ. სრული პასუხისმგებლობით.

კოლეგების ძალიან დიდი ჩამონათვალია, რომლებიც ზუსტად იმავეს ფიქრობენ, რადგან ამ საკითხზე ხშირად ვსაუბრობთ. ჩემთვის მდგომარეობა, მშვიდად წავიდე სახლში არის ის, – თუ გინდათ რადიკალად შემრაცხეთ, – როგორც კი დავინახავ, – „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი გადმონაშთების უკან დაბრუნების რისკი არის ნულთან ახლოს, მაშინ ჩავთვლი, – საქმე აღარა მაქვს პოლიტიკაში. ახლა რა პროცესებიც მიმდინარეობს, ჩემი თავი დამიჭერია, მიფიქრია, -ხომ არ დგება ნელ-ნელა ეს დრო.

სულაც არ მგონია, რომ ვარ კლასიკური პოლიტიკოსი. მე პოლიტიკაში ჩავები. ვიყავი ჩემთვის სტრასბურგში, ვმუშაობდი სასამართლოში და ვიყავი ბედნიერად. იმ თანამდებობიდან, რომელიც სიბერემდე შეიძლება მქონოდა, ისე რომ ვერავინ ვერც მომხსნიდა, უცბად დავბრუნდე საქართველოში, შევუერთდე იმ პატარა სულ პატარა, რომელიც სრულ უიმედობაში იბრძოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. გუნდის პოზიცია მთლიანობაში შემიძლია, ნამდვილად გითხრათ, ბევრი გვარის ჩამოთვლა შემიძლია, -ყველა ბედნიერი იქნებოდა, – ქვეყანაში არ იყოს ასეთი პოლიტიზებული გარემო, ყველამ შევძლოთ, ახალგაზრდები ხართ, მართეთ ქვეყანა და მოდით, ჩვენ წავედით, დავისვენოთ. ჩვენ არ ვარ კლასიკური პოლიტიკის თაობა. ჩვენ ვართ თაობა, რომელიც ებრძოდა წამებას და უმსგავსობას. ეს არ არის კლასიკური პოლიტიკა, სხვანაირი ტიპის ბრძოლაა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები