თეა წულუკიანი: პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებებში არის დამოუკიდებელი და არ ექვემდებარება არავის

საქართველოს პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებებში არის დამოუკიდებელი და არ ექვემდებარება არავის,- ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გიორგი რურუას შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიციას და პრინციპული უწოდა.

„მას ჰქონდა თავის განცხადებაში საკმაოდ პრინციპული ტონი და პოზიცია. მინდა, ხაზი გავუსვა იმ თვალშისაცემ საკონსტიტუციო რეალობას, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებებში, რაც შეეხება შეწყალებას, ნებისმიერ სხვა პოზიციას, თუ გადაწყვეტილებას, არის დამოუკიდებელი და არ ექვემდებარება არავის“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ გიორგი რურუას არ შეიწყალებს და არ აპირებს იმავეს გამეორებას, რაც ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შემთხვევაში გააკეთა.

მოამზადა ირაკლი ჯანყარაშვილმა

კომენტარები