თეა წულუკიანი: „სააკაშვილს ციხეში ექნება საუკეთესო კვება – სააკაშვილი თუ ჩამოვა, სამართლებრივად საზღვარზე“

„რუსთავი 2”- ის ეთერში, გადაცემის წამყვანის კითხვაზე, – ციხეში, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურად კომფორტული იქნება “ქართული ოცნებისთვის”?! იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა:

-„სააკაშვილი თუ ჩამოვა, სამართლებრივად საზღვარზე ხდება მისი დაკავება სტატუსიდან გამომდინარე და შემდეგ მოიხდის სასჯელს, ის ვერც ციხიდან და ვერც ციხის გარედან საქართველოში ვერავითარ არეულობას ვერ გამოიწვევს.

ჩემთვის ყველა პატიმარი თანაბარია. დღევანდელი ციხე იმართება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, მას ექნება საუკეთესო კვება. ნოემბერში აიკრძალა გაყინული ხორციც კი, ნედლი ხორცით ვკვებავთ ჩვენ პატიმრებს, სეზონური ხილით და რამდენიმე ტიპის მენიუ შევიმუშავეთ.

კარგი კვება არის პატიმრისთვის, პოლიტიკური საკითხი და კარგად რომ მოექცე. როდესაც მათი დაღლილი პოლიტიკოსები შედიან ციხეში და შემდეგ იქიდან გამოდიან ხოლმე ნაკვებნი და მოსუქებულები, ეს პოლიტიკური საკითხია.

მე არ მიგრძვნია ორი წელი, რაც პენიტენციურ სისტემაზე კოორდინაციას ვახორციელებდი, არანაირი დისკომფორტი, ამას ვამბობ გულწრფელად, ჩვენთვის ყველა პატიმარი ერთი და იგივეა.

მე მაინტერესებს, პატიმარი, – იქნება ეს უგულავა ყოფილი პატიმარი, თუ მომავალი სააკაშვილი, – მისი უფლებები იყოს დაცული, ვერავითარი საერთაშორისო შეფასებები ვერ შეგვიქმნის დისკომფორტს. ვინც ქართველი ხალხის წინაშე ჩაიდინა დანაშაული, ქართულმა სასამართლომ მიუსაჯა სასჯელი, ეს საქმე ვერ იქნება ვერც გასარჩევი, რომელიმე უცხოელის მიერ,” – განაცხადა  თეა წულუკიანმა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ძალა ერთობაშიამ”, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინეს.

კომენტარები