თეთრი სახლი აშშ-ში სამშობიაროდ ჩასვლის მსურველებზე ვიზების გაცემის გამკაცრებას გეგმავს

თეთრი სახლი აშშ-ში სამშობიაროდ ჩასვლის მსურველებზე ვიზების გაცემის გამკაცრებას გეგმავს.

ამ ინფორმაციას  ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით, გამოცემა Axios-ი ავრცელებს.

აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორების თანახმად, ამერიკის ტერიტორიაზე დაბადებულ ბავშვებს მოქალაქეობა აქვთ გარანტირებული. ტრამპმა რამდენჯერმე ამ შესწორებას „სასაცილო“ უწოდა.

„სამშობიარო ტურიზმთან“ დაკავშირებული სიტუაცია უნდა შეიცვალოს. შეიცვლება B ტიპის ვიზის გაცემის წესები, რომლებიც მოკლე ვადით, ტურისტული ან საქმიანი მიზნით მსურველებზე გაიცემა“, – განაცხადა თეთრი სახლის თანამშრომელმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს ექნებათ უფლება, უარი თქვან ვიზის გაცემაზე, თუ ჩათვლიან, რომ ტურისტის მიზანი აშშ-ში შვილის მიერ მოქალაქეობის მიღებაა. ორგანიზაცია „მიგრაციის კვლევის ცენტრის“ მონაცემებით, ყოველწლიურად აშშ-ში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 33 ათასი შვილი უჩნდებათ.

კომენტარები