თეთრმა სახლმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში „დემოკრატებთან“ თანამშრომლობაზე უარი განაცხადა

თეთრმა სახლმა   პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში „დემოკრატებთან“ თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.

თეთრი სახლის პრესმდივანმა, სტეფანი გრიშემმა განაცხადა,  რომ„დემოკრატები“ ვიწრო პარტიულ მიზნებს ემსახურებიან. მათი ამოცანაა, 2020 წლის არჩევნებზე ზეგავლენა მოახდინონ.

თეთრი სახლის მხრიდან დემოკრატებისთვის გაგზავნილ წერილობით მიმართვაში ნათქვამია:

„დემოკრატების“ მიერ წამოწყებული იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში მიმდინარე გამოძიებას კანონიერი და კონსტიტუციური საფუძვლები არ გააჩნია.

„დემოკრატებმა“ გადაწყვიტეს, რომ გააუქმონ 2016 წლის არჩევნების შედეგები, მისცემს მათ საშუალებას, ჩაატარონ ე.წ. გამოძიება იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში, რაც ეწინააღმდეგება ყველა ამერიკელისთვის გარანტირებულ ძირითად უფლებებს“.

წერილში თეთრი სახლი  უარყოფს ყველა ბრალდებას, რომელსაც დემოკრატები დონალდ ტრამპს უყენებენ. საჯარო წერილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის გადაუგზავნეს.

„დემოკრატებმა“ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა აშშ-ის პრეზიდენტისა და უკრაინის ლიდერის სატელეფონო საუბრის გამო წამოიწყეს.

კომენტარები