თელავის მუნიციპალიტეტში სასტუმრო „ქვევრის“ მშენებლობა – ქვევრის ფორმის სასტუმრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია კახეთში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

გიორგი გახარიამ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში ახალი ტურისტული ობიექტი, სასტუმრო „ქვევრის“ მშენებლობა დაათვალიერა. სასტუმრო სახელმწიფო პროგრამის – „უმასპინძლე საქართველოში” – მხარდაჭერით შენდება.  

-„ტურისტულად უსაფრთხო დანიშნულების ქვეყნის სტატუსის შეძენასთან ერთად, მნიშვნელოვანია, საქართველოში კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ახალი, მოთხოვნადი ტურისტული პროდუქტები, მათ შორის სამკურნალო და გამაჯანსაღებელი, სათავგადასავლო ტურიზმი, ეკო და აგროტურიზმი, ღვინის ტურიზმი და სხვა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

სასტუმრო „ქვევრში”, საწყის ეტაპზე, 29 ნომერი იფუნქციონირებს, 20 ნომერი ქვევრის ფორმის იქნება. მოეწყობა საკონფერენციო დარბაზი და რესტორნი. მშენებლობა 2021 წლის მაისში დასრულდება.

 

კომენტარები