თელავის სოფელ ყარაჯალაში 40 წლამდე მამაკაცი თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა
გულ-მკერდის არეში დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ადგილობრივები მომხდარს წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირებენ. მათივე თქმით, მამაკაცი საქართველოში არ ცხოვრობდა და ის რამდენიმე დღის წინ სოფელ ყარაჯალაში დედის სანახავად ჩავიდა.