თელავში დაკარგული დები პოლიციამ უკვე იპოვა – თელავი-თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსით

თელავში, დილით გაუჩინარებული ორი არასრულწლოვანი გოგონა პოლიციამ იპოვა. ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.

ორივე მათგანი თელავი-თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსით მგზავრობდა. არასრულწლოვნები თავს კარგად გრძნობენ.

13 და 14 წლის მოზარდები, დღეს დილით გაუჩინარდნენ.

დები ლიკა და მარიამ დემინაშვილები სოფელ შაქრიანში ცხოვრობენ. ბავშვები ბებიასთან თელავში წავიდნენ. ქალმა როცა გაიგო, ისინი თბილისში წასვლას გეგმავდნენ, სამარშრუტო ტაქსიში ჩასვა,  მათი სოფელში დაბრუნება უნდოდა. არასრულწლოვნები სამარშრუტო ტაქსიდან თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოვიდნენ.

კომენტარები