თელავში, მარათონი ,,დაიბრუნე შენი ქუჩები“ ჩატარდა

კორპორატიული სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, თელავში მარათონი ,,დაიბრუნე შენი ქუჩები,, ჩატარდა. მარათონის მიზანს ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა წარმოადგენს. ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლენილი გამარჯვებულები თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ დააჯილდოვეს. სპორტის დამსახურებულ მოღვაწეს, საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტს, პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს კი სპეციალური საჩუქარი გადაეცა. მარათონი თელავში უკვე მეორედ, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

კომენტარები