თელავში ორ მოზარდს ეძებენ

თელავში პოლიცია ორ გოგოს ეძებს. 13 და 14 წლის მოზარდები რამდენიმე საათის წინ გაუჩინარდნენ.

დები ლიკა და მარიამ დემინაშვილები სოფელ შაქრიანში ცხოვრობენ. ბავშვები ბებიასთან თელავში წავიდნენ. ქალმა როცა გაიგო, ისინი თბილისში წასვლას გეგმავდნენ, სამარშრუტო ტაქსიში ჩასვა,  მათი სოფელში დაბრუნება უნდოდა. არასრულწლოვნები სამარშრუტო ტაქსიდან თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოვიდნენ.

ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

კომენტარები