თელავში პოეტ ტარიელ ხარხელაურთან შეხვედრა გაიმართა

თელავის ისტორიულმა მუზეუმმა პოეტ ტარიელ ხარხელაურთან შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებაზე, რომლის ორგანიზატორი პოეტი გვანცა ქეშიკაშვილი იყო, ტარიელ ხარხელაურის შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს და რამდენიმე მნიშვნელოვან საჭირბოროტო საკითხზე ისაუბრეს. პოეტმა გვანცა ქეშიკაშვილმა კი თავისი ახალი კრებულიდან ჩანახატი წაიკითხა. ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე დავით გოგოშვილი, თელავის მერის მოადგილე ლევან შალამბერიძე, თელავის წმ. ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი რაჟდენი და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

კომენტარები